ეფექტურობის უპრეცედენტო ხარისხიდან გამომდინარე, კომერციული დრონების ზრდა გარდაუვალია.
დრონები, რომლებსაც ასევე უწოდებენ უპილოტო თვითმფრინავების სისტემას (UAS) ან დისტანციური მართვის მფრინავ რობოტებს, რეკრეაციული სიახლიდან ბიზნესის მთავარ შემადგენელ ნაწილად გადაიქცა. იმ შესაძლებლობებით, რომლებიც მიწოდებიდან დაწყებული მეთვალყურეობამდე მიდის, ეფექტურობის უპრეცედენტო დონესთან ერთად, კომერციული დრონების ზრდა გარდაუვალია.
ამავდროულად, როგორც კომერციული, ისე რეკრეაციული დრონების მშვიდი და უსაფრთხო ოპერაცია (ან მისი ნაკლებობა) შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არის.
გთავაზობთ დრონების ზოგიერთ ტენდენციებს, რომლებსაც სავარაუდოდ 2020 წელს იხილავთ.
დრონები და წამლები
ფარმაცევტული ინდუსტრია მზად არის გამოიყენოს უპილოტო მიწოდების მომსახურებები. „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯების წელი დრონით მიწოდების სოციალური მიღებისას, რეცეპტიანი წამლებისა და მცირე შენაძენებისთვის კონკრეტული საცალო აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან,“ განაცხადა Nerdery-ს სტრატეგიულმა დირექტორმა Takee Khaled-მა.
ის ასევე ელოდება დრონებით „შეფუთვების“ მიწოდებას, რომელთა პილოტირება მოხდება CVS და Walgreens -ის ტიპის წამყვან აფთიაქებს შორის. „უკვე წარმოდგენილი მაქვს მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები როგორ სთავაზობენ ზოგიერთი მაღალ ფასიანი ან სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი წამლების ექსკლუზიურ მიწოდებას დრონით.“
2019 წლის სექტემბერში, Walgreens-მა საპილოტე პროგრამა Alphabet’s Wings-ით ისარგებლა, 2019 წლის ოქტომბერში, CVS Pharmacy-მ და AmerisourceBergen-მა გამოაცხადეს შეთანხმება UPS-თან, სამედიცინო პრეპარატების დრონით მიწოდების თაობაზე. ხალიდს მიაჩნია, რომ განცხადებები პარტნიორობის შესახებ უპილოტო ტექნოლოგიის გამოყენების მთავარ დადასტურებას წარმოადგენს. ამავდროულად, დრონის წინსვლა სრული მასშტაბით ვერ განხორციელდება - ჩვენ ვნახავთ სატესტო ბაზრების პროცესის გაგრძელებას 2020-ში“, განაცხადა ხალიდმა. და რადგან დრონებით მედიკამენტების მიწოდება ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ის გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უბედურ შემთხვევებს და არასწორ მიწოდებებს.
სხვა ინდუსტრიები, რომლებიც სარგებელს დრონის დახმარებით მიიღებენ
ფარმაცევტული ინდუსტრია ერთადერთი სექტორი არ გახლავთ, რომელიც დრონებს იყენებს. SkyX-ის მთავარი ტექნიკური დირექტორის Jason Braveman-ის თანახმად, ძირითად სფეროებს, რომლებსაც კომერციული დრონები ემსახურება, წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, კვლევა/საძიებო სამუშაოები და GIS რუქა. რადგან 2020 წელია, ისეთი სფეროები, როგორიცაა გაზსადენი და გაზი (მილსადენები), სარკინიგზო და სასაზღვრო ზედამხედველობა დიდ სარგებელს ნახავენ თავიანთი მონიტორინგის ეკოსისტემაში კომერციული დრონების დანერგვით,“ განაცხადა მან.
ეს სფეროები ახლა ფართო ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდიან და დრონებიდან წამოსული ზუსტი, მაღალი ხარისხის ვიზუალური მონაცემები ამ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს ყველაფერი უფრო მაშტაბურად აღიქვან.
PINC-ის ტიპის კომპანიები ქმნიან სასაწყობო დრონებს, რომლებსაც შეუძლიათ ინვენტარის ციფრული გზით შემოწმება და ამ ტიპის ავტომატიზირებული ციკლის დაანგარიშება მხოლოდ 2021 წლიდან გაიზრდება. ეს რობოტები არა მხოლოდ ზუსტი და სწრაფები არიან, მათ ასევე შეუძლიათ რთულად მიწვდომად ადგილებში ნავიგაცია, რაც პოტენციურად საშიშია მომუშავე ადამიანებისთვის.
დრონით კვლევის სისტემები სავარაუდოდ სტანდარტული გახდება და საუკეთესო პრაქტიკა იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, დიდი შეკრების ადგილებისთვის, გასწორების ობიექტებისთვის და სხვა მაღალი რისკის მქონე საკუთრებებისთვის,“ განაცხადა UAS Vues -ის მფლობელმა და ოპერატორმა John Bekisz უმცროსმა.
კომპანიების დაარსება და ზრდა და ადამიანები
კულისებს მიღმაც დიდი მოძრაობებია მოსალოდნელი. კონგრესში ახლახანს შემოღებული კანონმდებლობით გრანტები შეწყდება დრონებისთვის, რომლებიც ნაწარმოებია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი - სადაც მონაცემების გაჟონვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებას,“ განაცხადა პოლკოვნიკმა Col-მა. Jeremy Latchaw, Macatawa Unmanned Systems-ის დამფუძნებელია. მას სჯერა, რომ ეს ამერიკულ კომპანიებს კარს გაუხსნის. „მაგალითად, Skydio-ს უკვე ჰყავს მსოფლიოსთვის საინტერესო დრონი, თუ ის გახდება მნიშვნელოვანი ბაზრის წილი თავის Skydio 2-თან ერთად.“
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც Latchaw -მ წინასწარ თქვა: სტარტაპებს შორის შერწყმები და შეძენა დრონის სივრცეში.
„ზოგიერთმა დიდმა ფირმამ უკვე დაიწყო: მაგალითად, Aerodyne Group-მა ახლახანს იყიდა Measure-ის დრონის მომსახურებები.“
ყველა არ ერთიანდება, 2020 საშუალებას მისცემს მცირე ბიზნესებს. სინამდვილეში, Drone Trainer-ის მფლობელი, Chris Anderson-ი ამბობს, რომ 2020 წელს ვნახავთ დრონით ინდივიდუალური მომსახურების მიმწოდებლის აღდგომას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომელთაც სურდათ Uber მოდელის კაპიტალიზაცია მსოფლიოს მასშტაბით დრონის პილოტების გაგზავნით მათ მიერ არჩეულ სამუშაოზე.“
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები დიდ შემოსავალს იღებენ, ამბობს ანდერსონი, დრონის ბევრი პილოტი არ იღებს ბევრ ფულს - ისინი ახლა სამუშაოს თავად ეძებენ. მაგალითად, არსებობს თუ არა მხოლოდ ერთი კომპანია, რომელიც აკონტროლებს და აგზავნს ყველა სანტექნიკოსს, საქორწილო ფოტოგრაფს ან მხატვარს? პასუხი არის არა.
ანდერსონი იმასაც ამბობს, რომ 2021 წელს უფრო მეტ ისტორიას მოვისმენთ დრონის პილოტებისგან, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ადგილობრივ ბაზრების ნიშაში.
დრონის ტექნიკის ინსტრუმენტები
დრონები ასევე დიდ როლს ითამაშებენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კატასტროფებთან რეაგირებაში. გაზრდილი რეალობა დრონებისთვის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბორტ კამერის შესაძლებლობების გაზრდას, განსაკუთრებით პირველი რესპოდენტებისთვის,“ განაცხადა Latchaw-მ. მან აღნიშნა, რომ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Responder Air და Eddgybees, გვთავაზობენ გაზრდილი რეალობის პროგრამას, რომელიც გეოსტიკური რუქის გადაადგილების საშუალებას იძლევა დრონის კამერის ვიდეომასალაში.
ის ოპერატორს უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის, მაგალითად, მისამართს, ქუჩის სახელწოდებებს და ვირტუალურ რუქაზე შენიშვნების გაკეთების საშუალებას მისცემს. ისეთი სტიქიის დროს, როგორიცაა წყალდიდობა, Latchaw-მ განაცხადა, რომ პროგრამა შეძლებს იმ ქუჩების ჩვენებას, რომლებიც წყლით იქნება დაფარული.
ის ასევე მოელის, რომ უფრო მეტი ბრენდი გააკეთებს თერმული და RGB კამერის შესაძლებლობების ინტეგრირებას მათ პლათფორმებში. ეს საშუალებას მისცემს ისეთი ფუქნციების შექმნას, როგორიცაა FLIR (MSX) მრავალ სპექტრული დინამიური გამოსახულების შესაძლებლობები, რომელშიც თერმული გამოსახულება გადაფარავს ვიზუალურ სურათს.
დრონების ერთი შეზღუდვა არის შეზღუდული დრო, რომლის განმავლობაშიც შეუძლიათ მათ ფრენა. (თუმცა, ეს არ წარმოადგენს პრობლემას Walgreens-თვის, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მომხმარებლების საშუალო რაოდენობა ხუთი მილის რადიუსში ცხოვრობს). მიუხედავად ამისა, Latchaw ფიქრობს, რომ მიწოდების ხანგრძლივობაც შეიცვლება 2020 წელს.
როგორც FAA მუშაობს კომპანიებთან, იმისთვის რომ ისინი განვითარდნენ მხედველობითი ოპერაციების ვიზუალური ხაზის მიღმა, დრონებს უფრო დიდი ხნით ფრენა დასჭირდებათ. მან თქვა, რომ მრავალი კომპანია გამოუშვებს და გაზრდის კვლევებს წყალბადით აღჭურვილი დრონების შესახებ. მაგალითად, HES Energy Systems-ში ინტეგრირებულია საჰაერო საწვავის უჯრედები, რომლებიც მის Hycopter-ს 3.5 საათის განმავლობაში ფრენის საშუალებას აძლევს.
დრონის კანონმდებლობა და რეგულაციები
ნუ მოელით დრონის რამე კანონმდებლობას, რომელიც 2020 წელს ამოქმედდება. კონგრესი ტრადიციულად მოიცავს დრონებთან დაკავშირებულ კანონებს FAA-თან დაკავშირებული დაფინანსების კანონმდებლობაში და ასეთი კანონპროექტი მოსალოდნელი არ არის, რადგან 2018 წლის FAA Reauthorization Act-ი უზრუნველყოფს დაფინანსებას 2023 წლამდე, განაცხადა Porter Wright Morris & Arthur LLP-ის UAS პრაქტიკის თავმჯდომარემ, Caroline Gentry-მ.
2020 წლის არჩევნები ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ რომელიმე შეთავაზებული დრონის კანონმდებლობა საკმარის მხარდაჭერას მიიღებს დეპუტატების მხრიდან.
თუმცა, მან თქვა, რომ არსებობს გარკვეული გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ეს ვითარება შეცვალოს. მაგალითად, თუ დეპუტატები შეიტანენ ცალკეულ კანონპროექტს FAA უსაფრთხოების შესახებ, Boeing 737 Max -ის ავარიის გამო ან თუ დრონსა და პილოტიან თვითმფრინავთან შეჯახებას უნდა მოჰყვეს მსხვერპლი.
ამასთან, კონგრესმა FAA-ს მიმართა რამდენიმე რეგულაციისა და სტანდარტის გამოსაშვებად, ხოლო Gentry-მ თქვა, რომ ზოგი შედეგის ნახვა 2020 წელს გახდება შესაძლებელი. ძირითადი საკითხები, რომლებიც ჯერ განხილვის პროცესშია, მოიცავს დისტანციური იდენთიფიკაციის სტანდარტებს, დრონის ოპერაციების მართვის წესებს ადამიანებზე და ღამით. წესები სარეკრეაციო ოპერატორებისთვის, ფრენების შეზღუდვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან ახლოს და უპილოტო ტრაფიკის მართვის (UTM) სისტემები.
ფაქტობრივად, ის თვალყურს ადევნებს შემდეგ მოვლენებს:
FAA სავარაუდოდ გამოაქვეყნებს შეტყობინებას საზოგადოებრივი მმართველობის (NPRM) შესახებ, დრონების დისტანციურ იდენთიფიკაციასთან დაკავშირებით, 2019 წლის 20 დეკემბერს. ამ შეთავაზებული წესის განხილვა უკვე რამდენჯერმე გადაიდო და ის შეიძლება კვლავ წამოიწიოს, რადგან ეს თემა FAA-თვის პრიორიტეტულია. თუ NPRM-ი შეფერხდება, ის აუცილებლად გამოვა 2020 წელს.
2019 წლის თებერვალში FAA-მ გამოსცა NPRM-ი, რომელიც ეხებოდა დრონების ოპერაციებს ადამიანებზე და ღამით. FAA ამჟამად განიხილავს საჯარო კომენტარს შემოთავაზებული წესის შესახებ. მიზანშეწონილია იმის მოლოდინი, რომ FAA საბოლოო განაჩენს 2020 წელს გამოუშვებს.
2019 წლის თებერვალში, FAA-მ გამოსცა წინასწარი შეტყობინება საზოგადოებრივი მმართველობის შესახებ (ANPRM), რომელიც ეხებოდა დრონების უსაფრთხო და მშვიდ მოქმედებას. ეს დიდი თემაა, რომელიც მრავალ საკითხს მოიცავს, მათ შორის დისტანციებს (მაგალითად, დრონსა და ადამიანს ან ობიექტს შორის საჭირო სივრცეს), უპილოტო ტრაფიკის მართვის (UTM) სისტემებს და კრიტიკული მსიების დრონის სისტემებს, რომლებიც ამჟამად ზედმეტი და ჩამოვარდნისგან დაცული არ არის. FAA პროგნოზირებს, რომ იგი კომენტარების განხილვას 2020 წლის მაისამდე დაასრულებს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ FFA-მ ამ საკითხებზე NPRM-ი გამოსცეს 2020 წლის ბოლოსთვის.
2019 წლის თებერვალში, FAA-მ გამოსცა დროებითი საბოლოო წესი დრონების გარე მარკირების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ეს დროებითი წესი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. სავარაუდოდ, ის საბოლოო წესი გახდება 2020 წლის ოქტომბერში.
FAA მუშაობს ახალი წესების შემუშავებაზე, რომლებიც არეგულირებს სარეკრეაციო დრონების ოპერატორებს. კონგრესმა ახლა გააუქმა 2012 წლის კანონი, რომელიც მეტწილად ხელს უშლიდა FAA-ს ამ ოპერაციების რეგულირებაში. მიმდინარე წლის დასაწყისში, FAA-მ გამოუშვა დროებითი სახელმძღვანელო და მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა მრჩეველთა ჯგუფის შექმნა. ამ საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მინიმუმ 2021 წელს ვიხილავთ საზოგადოებრივი მმართველობის წინასწარ შეტყობინებას.
2016 წელს, კონგრესმა FAA-ს დაავალა რეგულაციის მიღება, რომელიც მოითხოვს მომხმარებლისთვის უპილოტო დრონის მწარმოებლის უსაფრთხოების შესახებ განცხადების გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ FAA-ს ასეთი რეგულაცია ჯერ არ გამოუცია, იგი მოუწოდებს დრონების მწარმოებლებს მოახდინონ ამ გაცხადებების ნებაყოფლობით უზრუნველყოფა. გარკვეული მოქმედებები ამ საკითხის შესახებ შესაძლოა 2021 წელს ვიხილოთ.
IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში
თბილისი,
საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ